- მართვე
- (მფრ.) შვილი მფრინველთა ორბით ვიდრე მწერადმდე (მატ. 23, 37; ლუკ. 2, 24; ფსალ. 83, 33 და 146, 9), птенец. არამედ რომელთამე მოდგმათა ჰქონან საკუთარნი სახელნიცა, ვითარ: ქულა ეწოდების მართვესა ქორთა, შავარდენთა, არწივთა, მიმინოთა და მისთანათასა; ბახალა - ყვავთა, კაჭლაჭთა და ეგევითართა; ლაპი და ღლაპი - ხოხობთა, კაკაბთა და სხ.; ბჟიტი - სვავთა წეროთა და მისთანათა; წიწილი - ქათამთა, ინდოურთა, ფარშავანგთა და მისთანათა; ჭუჭული - ბატთა, იხუთა და მისთანათა; ხუნდი - ტრედთა, გურიტთა, ქედანთა და მისთანათა; ჩოჩორი - მწყერთა; (მწერ.) ფუმფულა - ფუტკართა და ეგევითართა მწერთა.
Грузинский толковый словарь с русскими комментариями. 2013.